მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში, გერმანიის ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდა და მეტოქე 2:4 დაამარცხა.
მიუხედავად ამ მოგებისა, გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩა, რადგან პარალელურ შეხვედრაში ესპანეთი იაპონიასთან დამარცხდა.
მორიგი კატასტროფის შემდეგ, კომენტარი ლეგენდარულმა გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმაც გააკეთა:
"ბიჭებს კარგად ვიცნობ, ჯერ კიდევ შარშან, მათთან ერთად ვთამაშობდი და მეც იგივენაირად განვიცადე ჯგუფური ეტაპიდან გავარდნა, როგორც მათ. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან გერმანიის ნაკრებისგან მეტს ველოდი და ამბიციებიც დიდი მქონდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე აბსოლუტურად განსხვავებული რამ ვნახე.
იმ მოთამაშეებით, რომლებიც ჩვენ გვყავს, ჯგუფური ეტაპიდან აუცილებლად უნდა გავსულიყავით. ვერავინ მეტყვის, რომ იაპონიაზე ნაკლები ხარისხის მოთამაშეები გვყავს და ამიტომ გამოვარდით.
ლიდერებიც გვყავს, რომელთაც მოედანზე თამაშის კარნახი შეუძლიათ, მაგალითად იოზუა კიმიხი, ტონი რუდიგერი და ტომას მიულერი, მათი მონდომებით, მენტალიტეტით და სათამაშო ხარისხით შეგვიძლია წარმატების მიღწევა - ეს არის ის, რაც გუნდს სჭირდება", - განაცხადა კროოსმა.