"ხვიჩაზე ბევრად სრულყოფილია" - ვის მოყვანას ურჩევს იტალიელი ჟურნალისტი ნაპოლის » სპორტის ხაზი

"ხვიჩაზე ბევრად სრულყოფილია" - ვის მოყვანას ურჩევს იტალიელი ჟურნალისტი ნაპოლის

"ხვიჩაზე ბევრად სრულყოფილია" - ვის მოყვანას ურჩევს იტალიელი ჟურნალისტი ნაპოლის
დღეს, 11:57
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ჯანლუკა ჯიფუნი, თვლის, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი უკვე უნდა მოიძიოს და ამისთვის იდეალური კანდიდატი ნიკო უილიამსია. მისი თქმით, ბილბაოს შემტევი არა მხოლოდ ღირსეულად ჩაანაცვლებდა ქართველ ფეხბურთელს, არამედ გარკვეულ ასპექტებში მასზე უკეთესიც არის.

"ხვიჩას შემცვლელის პოვნა რთულია? ჩემთვის მხოლოდ ერთი მოთამაშეა, ვინც ამ პოზიციაზე მასზე უკეთ გამოიყურება – ეს ნიკო უილიამსია", – განაცხადა ჯიფუნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ნეაპოლურ რადიოსთან.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ არგენტინელი ალეხანდრო გარნაჩოს სანაცვლოდ ის 70 მილიონ ევროს არ გადაიხდიდა, თუმცა ნიკო უილიამსისთვის 100 მილიონიც არ დაენანებოდა.

"ჩემი აზრით, ნიკო უფრო კომპლექსური და სრულყოფილი მოთამაშეა, ვიდრე კვარაცხელია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ის ნაპოლისთვის იდეალური შემცვლელი იქნებოდა," – დასძინა ჯიფუნიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი