დინამო თბილისმა დილას მოუგო | ეროვნული ლიგის მეცხრე ტური » სპორტის ხაზი

დინამო თბილისმა დილას მოუგო | ეროვნული ლიგის მეცხრე ტური

დინამო თბილისმა დილას მოუგო | ეროვნული ლიგის მეცხრე ტური
19-04-2025, 19:38
Aa Aa
გაზიარება:

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეცხრე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. დინამო არენაზე დინამო თბილისმა გორის დილას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

დინამო თბ 2:1 დილა

დინამო თბილისმა ორი წაგების შემდეგ ხასიათი გამოიკეთა და გორის დილას მოუგო. შესაბამისად, დინამოელები 14 ქულით მეოთხე ადგილზე არიან, დილა კი ერთი საფეხურით წინაა და 17 ქულა აქვს.

პირველი ტაიმის ბოლოს დინამოელთა მეკარე სტეფან სიკაჩმა ერთ შეტევაში ორჯერ აუღო თავური სტუმრებს: ჯერ შოთა შეყილაძეს, მერე კი - ჟან-მარკ ტიბუეს.

მეორე ნახევარში, ოთხწუთიან მონაკვეთში დინამოელებმა ორი გოლი გაიტანეს. ორივეჯერ საბა ხარებაშვილმა გააკეთა საგოლე პასი: პირველ შემთხვევაში თორნიკე მორჩილაძემ გახსნა ანგარიში, მერე კი ლეო ასუნსეუმ თავურით ორამდე გაზარდა სხვაობა - 2:0.

დილამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეამცირა სხვაობა. განელმა ბლანკსონ ანოფმა შორიდან დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ეს ანოფის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი