VIDEO: მბაპეს საოცარი საგოლე პასი და ჟირუ ანგარიშს ხსნის! » სპორტის ხაზი

VIDEO: მბაპეს საოცარი საგოლე პასი და ჟირუ ანგარიშს ხსნის!

VIDEO: მბაპეს საოცარი საგოლე პასი და ჟირუ ანგარიშს ხსნის!
4-12-2022, 19:50
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში მიმდინარეობს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/8 ფინალური შეხვედრა, სადაც საფრანგეთის ნაკრები პოლონეთს 1:0-ს ოლივიე ჟირუს გოლით ამარცხებს.

შეხვედრაში ანგარიში მატჩის 44-ე წუთზე გაიხსნა, რა დროსაც კილიან მბაპემ ოლივიე ჟირუს ბრწყინვალე პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მაღალი კლასის ფორვარდის შესაბამისად ითამაშა და თავისი გუნდი შესვენებაზე მოპოვებული უპირატესობით გაიყვანა - იხილეთ ვიდეო.

ცნობისთვის, ოლივიე ჟირუ ამ გოლით საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა, მას ანგარიშზე 52 გოლი მოუგროვდა, რომლითაც ჟირუმ ტიერი ანრის გადაასწრო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი