ანჩელოტის გასამართლებელი საბუთი გამოუჩნდა - ვის შეცვლას ითხოვდა კარლო » სპორტის ხაზი

ანჩელოტის გასამართლებელი საბუთი გამოუჩნდა - ვის შეცვლას ითხოვდა კარლო

ანჩელოტის გასამართლებელი საბუთი გამოუჩნდა - ვის შეცვლას ითხოვდა კარლო
19-04-2025, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

Foot Mercato-ს თქმით, კარლო ანჩელოტიმ, რომელსაც არც ისე კარგი პრესა აქვს, თავის დროზე ფლორენტინო პერესს ტონი კროოსის ჩამნაცვლებლის მოყვანა სთხოვა, თუმცა რეალის პრეზიდენტმა ტრანსფერზე უარი განაცხადა.

ბოლო პერიოდში აშკარად ჩანს, რომ მადრიდელებს თამაშის და ტემპის წარმართვა უჭირთ, რასაც გერმანელი ნახევარმცველი შეუდარებლად ასრულებდა, ახლა კი გუნდში ასეთი არავინაა და შედეგიც შესაბამისია.

რაც შეეხება თავად ანჩელოტის, ის თავის მომავალზე არ ღელავს, თუმცა დღიდან დღემდე უფრო მეტი იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდულ გრანდს ახალი სეზონიდან ახალი დამრიგებელი ეყოლება.

რეალის ჩაბარების მთავარი ფავორიტი ჩაბი ალონსოა, რომელსაც მიმზიდველი ლევერკუზენი ჰყავს და მის მიმართ ინტერესიც ლოგიკურია. ასევე, იყო იურგენ კლოპის ვარიანტიც, თუმცა რეალში წასვლა თავად კლოპის აგენტმა გამორიცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი