"მისი რეირკანაციაა" - ვის შეადარა ფერდინანდმა ხვიჩა კვარაცხელია » სპორტის ხაზი

"მისი რეირკანაციაა" - ვის შეადარა ფერდინანდმა ხვიჩა კვარაცხელია

"მისი რეირკანაციაა" - ვის შეადარა ფერდინანდმა ხვიჩა კვარაცხელია
17-04-2025, 14:11
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარი სენ ჟერმენსა და ასტონ ვილას შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ, ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა რიო ფერდინანდმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა აღნიშნა, რომ ხვიჩას შესრულებული მოქმედება ძალიან ჰგავდა ინგლისელი ლეგენდის, კრის უოდლის სტილს.

"კვარაცხელიამ ფანტასტიკური მოძრაობა შეასრულა – მარტივად მოიცილა მოწინააღმდეგე და შთამბეჭდავად დაარტყა. იმ სიტუაციაში ერთადერთი შესაძლო კუთხე იპოვა, საიდანაც ბურთი კარში შეიძლებოდა გაეგზავნა. მან კრის უოდლი გამახსენა – თითქოს მისი დაბრუნებული ვერსიაა მოედანზე", - განაცხადა ფერდინანდმა.

ცნობისთვის, პსჟ-მ ასტონ ვილას ბარიერი გადალახა და 1/2 ფინალში არსენალს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი