საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ ასათიანს მიაჩნია, რომ ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვს.
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან ნაკრებთან რთული მატჩი გველის. ასეთი შეხვედრები ჩვენს მოთამაშეებს კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას შესძენს. პირველი ადგილის დაკავება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებით.
პლეი ოფის საგზურის განაღდება ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენას უზრდის. ეროვნულ ნაკრებში მუშაობის პერიოდში ისეთი მძიმე შეხვედრა, როგორიც კოსოვოსთან გვქონდა, არ მახსენდება. ამ შეხვედრაში გამოვლენილი ბრძოლისუნარიანობისთვის, მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო.
ქართული ფუტსალი სწორი გზით ვითარდება. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს ნაკრების ფორმით თამაშობენ, ვფიქრობ, კარგი მომავალი აქვთ. ამ გუნდს ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს.
- ამბობს ავთანდილ ასათიანი.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მეინრაუნდის გადამწყვეტ შეხვედრას საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ თბილისში, 16 აპრილს გამართავს.