"ჩემთვის ქოჩორაშვილი მაგალითია იმისა თუ.." - შოთა არველაძე ქართველ ნახევარმცველზე » სპორტის ხაზი

"ჩემთვის ქოჩორაშვილი მაგალითია იმისა თუ.." - შოთა არველაძე ქართველ ნახევარმცველზე

"ჩემთვის ქოჩორაშვილი მაგალითია იმისა თუ.." - შოთა არველაძე ქართველ ნახევარმცველზე
გუშინ, 11:50
Aa Aa
გაზიარება:

შოთა არველაძემ სპორტზე თხრობის ფორუმზე გაიხსენა ქოჩორას ისტორია, როდესაც ის კარიერას "ლევანტეში" 43 ნომრიანი მაისურით იწყებდა. გიორგიმ დიდი შრომისა და მონდომების შემდეგ გუნდის მთავარ შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. ცოტა ხნის წინ მან ლისაბონის "სპორტინგთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი, გუნდში სადაც თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუმ დაიწყო საფეხბურთო კარიერა.

"გიორგი ქოჩორაშვილი ჩემთვის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო, გამოღლიტო ყველაფერი, რაც შენს წინააღმდეგ არის და არ მისცე სხვას იმის შანსი, რომ შენი ადგილი დაიკავოს" - ციტირებს ქართველ ლეგენდას Entrepreneur Georgia.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი