მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა » სპორტის ხაზი

მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა
13-04-2025, 20:53
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში მოჰამედ სალაჰის ლივერპულმა ვესთ ჰემს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ეგვიპტელმა ფარაონმა აღნიშნულ დაპირისპირებაში პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა!

ვესთ ჰემთან შესრულებული საგოლე გადაცემით სალაჰს 27 გოლი და 18 საგოლე გადაცემა მოუგროვდა, ჯამური შედეგიანობის მაჩვენებლით კი ტურნირის რეკორდსმენი გახდა (45 საგოლე მოქმედება).

სალაჰი ოქროს ბუცის მთავარ კონკურენტ ერლინგ ჰოლანდს 6 გოლით უსწრებს, თანაც ისიც სათქმელია, რომ ნორვეგიელი ახლა დაშავებულია და სალაჰს კიდევ უფრო წინ გასვლა შეეძლება.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

ყველაფერი მოიგო ლივერპულთან ერთად და წასულუყო სხვაგან სათამაშოდ სალაჰი

13 აპრილი 2025 23:49
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი