ხვიჩა კვარაცხელია და მისი პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები ნაადრევად გახდნენ, ახლა კი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება.
კვარას ჩემპიონობის შესახებ თავის გვერდებზე დაწერეს იტალიურმა გამოცემებმაც. როგორც გახსოვთ, ამ ქვეყანაში კვარა 2-3 წელი თამაშობდა და მათთვის, უფრო კონკრეტულად კი ნაპოლისთვის ხვიჩას წარმატება ბევრს ნიშნავს.
როგორც ჩანს, ზოგიერთი ნეაპოლელი კვარას წარმატებაზე გაბრაზდა და შესაბამისი კომენტარიც დატოვა.
"დიდი ფეხბურთელია, თუმცა პატარა კაცი"
"შეეძლო, რომ იტალიის ჩემპიონატი მოეგო და შუა გზაში დაგვტოვა"
"ისე გაიპარა, როგორც ქურდი"
"ნაპოლის მინიმალურად რომ აფასებდეს, აქედან მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ წავიდოდა"
"საფრანგეთის ჩემპიონობა უფრო იოლია, ვიდე ბულგარეთის პირველობა", - წერენ იტალიელები.