საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ესპანეთის ხელბურთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ვაჟთა და გოგონათა ახალგაზრდული ნაკრებები მიმდინარე წლის 6-18 აპრილს გაემგზავრებიან ესპანეთში, სადაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საწვრთნელ შეკრებასა და ტურნირში.
მოსამზადებელი პროგრამა შედგენილია ესპანელ სპეციალისტებთან ერთად და მიზნად ისახავს ახალგაზრდა სპორტსმენების პროფესიულ ზრდას და საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავებას.
7-12 აპრილს გუნდები ჟირონაში ერთობლივ სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას გაივლიან, რომელსაც ესპანელი სპეციალისტები, პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი უხელმძღვანელებენ. ამ პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია სამი ამხანაგური მატჩის გამართვა, რაც გუნდებს საშუალებას მისცემს პრაქტიკულად შეისწავლონ თანამედროვე თამაშის სტრატეგიები.