"უნდა გვესმოდეს, რომ რთულ ჯგუფში ვართ" - ჯიკიჩი ევრობასკეტის წილისყრაზე » სპორტის ხაზი

"უნდა გვესმოდეს, რომ რთულ ჯგუფში ვართ" - ჯიკიჩი ევრობასკეტის წილისყრაზე

"უნდა გვესმოდეს, რომ რთულ ჯგუფში ვართ" - ჯიკიჩი ევრობასკეტის წილისყრაზე
31-03-2025, 18:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა ევრობასკეტის წილისყრა შეაფასა, სადაც ჩვენი გუნდი არც ისე იოლ ჯგუფში მოხვდა.

ქართველები კვიპროსის ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მასპინძელი ნაკრების გარდა, ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია და ბოსნია იქნებიან.

აი, როგორ აფასებს ჯიკიჩი ჩვენს შანსებს:

დიდი ხანი ველოდით, რომ ჩვენი ჯგუფი გაგვეგო. მნიშვნელოვანია, რომ რეალობა ადეკვატურად შევაფასოთ და შესაბამისი მოლოდინები გვქონდეს. უნდა გვესმოდეს, რომ რთულ ჯგუფში ვართ და რთული გრაფიკი გვექნება. ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება. იმედია, რომ ჯანმრთელობა არავის შეაწუხებს და მაქსიმალური მოტივაციით, შრომისმოყვარეობით მივაღწევთ შედეგს.

- თქვა ჯიკიჩმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი