გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე ტურში ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი ვოლფსბურგს აუტსაიდერის სტატუსით ეწვია და 3 ქულა მოიპოვა, - 0:1.
ქართველი ფორვარდი თავიდანვე ძირითადში იმყოფებოდა და მწვრთნელს ზივზივაძე არც შეუცვლია.
მატჩის ერთადერთი გოლი ბუდუს მეწყვილე მარვინ პირინგერმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და მატჩის საუკეთესოც გახდა.
რაც შეეხება თავად ზივზივაძის შეფასებას, მას Sofascore-მ 7.0 ქულა დაუწერა.