რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიელ ლეგენდა რომარიოსთან მიცემული რაფინიას ინტერვიუი სკანდალური გამოდგა - "რა თქმა უნდა, ჩვენ არგენტინას დავამარცხებთ, მოედანზე და მოედანს გარეთ. მე მათ გოლს გავუტან. შე*ეცი მათ", - თქვა მაშინ რაფინიამ.
რეალურად კი სულ სხვა რამ მოხდა - ბრაზილია არგენტინასთან 1:4 განადგურდა და გოლის გატანა რაფინიამ ვერ მოახერხა.
მოგვიანებით ყოველივე ამაზე კომენტარი არგენტინელთა თავკაცმაც გააკეთა.
"რაფინიას ვპატიობ, რადგან ვიცი, რომ მას ეს განზრახ არ გაუკეთებია. ის თავის ქვეყანას იცავს. დარწმუნებული ვარ, რომ ის არ აპირებდა ვინმეს წყენინებას", - განაცხადა სკალონიმ