Capology- ცნობილი უცხოური გამოცემა, ფრანგული სენტ-ეტიენტის ფეხბურთელების ანაზღაურებებს აქვეყნებს.
მათი ცნობით გუნდში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ქართველი, ზურიკო დავითაშვილია.
მისი ანაზღაურება კვირაში დაახლოებით 17 000 ევროა, ხოლო წლიურად 900 000 ევრო.
ზურიკოზე მაღალი ანაზღაურება მხოლოდ აბდელ ჰამიდს აქვს, რომლის შემოსავალიც წლიურად 1090 000 ევროა.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილს სენტ-ეტიენთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.