"გიოს და კვარას ამას ვეტყოდი" - შოთა არველაძე ბომბარდირობის რეკორდზე » სპორტის ხაზი

"გიოს და კვარას ამას ვეტყოდი" - შოთა არველაძე ბომბარდირობის რეკორდზე

"გიოს და კვარას ამას ვეტყოდი" - შოთა არველაძე ბომბარდირობის რეკორდზე
24-03-2025, 00:03
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში სომხეთის ნაკრებს საკუთარ კედლებში უმასპინძლა და მეტოქე 6:1 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში კი 9:1

აღნიშნულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძეც გამოეხმაურა.

"ვისურვებ, რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები არაფერმა შეცვალოს. სავსე დინამო არენა და საფეხბურთო ნაკრების ასეთი თამაში, ჩვენი რეალობის საუკეთესო სანახაობაა. გიოს და კვარას კი ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება", - წერს არველაძე.

ცნობისთვის, შოთის ნაკრების მაისურით 26 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მიქაუტაძეს (20), კვარაცხელიას კი 18 გოლი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი