"ეს რომ გამეგო, გულიც დამარტყამდა" | ლუის ენრიკე » სპორტის ხაზი

"ეს რომ გამეგო, გულიც დამარტყამდა" | ლუის ენრიკე

"ეს რომ გამეგო, გულიც დამარტყამდა" | ლუის ენრიკე
2-12-2022, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუნდიალის მთავარი სენსაციების დღე იყო. პირველ რიგში, ბელგია და მისი ოქროს თაობა ჯგუფში ჩარჩა, რაც გულშემატკივრების მთავარი სალაპარაკო თემა იქამდე იყო, სანამ ჰანსი ფლიკის გერმანიაც ანალოგიურს გააკეთებდა.

როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატის E ჯგუფის შეხვედრების მეორე ტაიმებში იყო გარკვეული მონაკვეთი, როდესაც 1/8 ფინალში კვალიფიცირებას გრანდების ნაცვლად, კოსტა რიკა და იაპონია ახერხებდნენ. საბოლოოდ, გერმანიამ მოიგო, იაპონიამ გამარჯვება ბოლომდე მიიყვანა და ჯგუფიდან იაპონია - ესპანეთის წყვილი გავიდა.

ცხადია, მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკეს იმ მოკლე მონაკვეთის შესახებ ჰკითხეს, რა დროსაც მისი ნაკრები ჯგუფში რჩებოდა, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა შემდეგი რამ თქვა: "ცოტა ხნით ჯგუფში ჩარჩენილები ვიყავით? - ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და რომ მცოდნოდა, გულიც დამარტყამდა." - თქვა ფურია როხას დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატის საფლეიოფო ეტაპზე პირველ შეხვედრას ვალიდ რეგრაგის საკმაოდ სიმპათიური მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ 6 დეკემბერს, 19:00 საათზე ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი