"მოგვენატრა ერთმანეთი, ეროვნული ნაკრები.." - ზურიკო დავითაშვილი სომხეთთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"მოგვენატრა ერთმანეთი, ეროვნული ნაკრები.." - ზურიკო დავითაშვილი სომხეთთან მატჩამდე

"მოგვენატრა ერთმანეთი, ეროვნული ნაკრები.." - ზურიკო დავითაშვილი სომხეთთან მატჩამდე
19-03-2025, 00:54
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები ერევანში 19 მარტს გაემგზავრება, სადაც საღამოს, შეხვედრის მასპინძელ ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.

შეკრების მეორე ვარჯიშის შემდეგ, სომხეთთან მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა.

"ძალიან დიდი ხანი ველოდებით ამ მატჩებს. ხანგრძლივი პაუზა იყო და მოგვენატრა ერთმანეთი, ეროვნული ნაკრები.

ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშიც გვაქვს. B ლიგაში დარჩენა გვჭირდება, რადგან C ლიგასთან შედარებით გუნდების დონე განსხვავებულია. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.კარგ ფომრაში ვარ, ბიჭებიც ძალიან შედეგიანად თამაშობენ და იმედია ამას სომხეთთან თამაშშიც გადმოვიტანთ"
- ამბობს ახალგაზრდა შემტევი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი