"ნაპოლის ხვიჩა აკლია და ეს იგრძნობა" - მედიაში კონტეს გუნდის წარუმატებლობას აფასებენ » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ხვიჩა აკლია და ეს იგრძნობა" - მედიაში კონტეს გუნდის წარუმატებლობას აფასებენ

"ნაპოლის ხვიჩა აკლია და ეს იგრძნობა" - მედიაში კონტეს გუნდის წარუმატებლობას აფასებენ
გუშინ, 20:22
Aa Aa
გაზიარება:

გამოცემა Goal-მა ნაპოლის წარუმატებელი სვლის შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ კონტეს გუნდს ახლა ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელია აკლია.

ვენეციასთან დაფიქსირებული ფრე ნაპოლის მდგომარეობას ახლა ყველაზე კარგად ასახავს. აშკარაა, რომ გუნდს აკლია ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის მოგება არაფრიდან შეუძლია. საუბარია ხვიჩა კვარაცხელიას მსგავს ინდივიდუალურ ფეხბურთელზე, რომლის არაპროგნოზირებადობაც ახლა ნაპოლის ყველაზე მეტად აკლია.

შესაძლოა, რომ ნაპოლიში ბოლო თვეები კვარაცხელიას განსაცვიფრებელი არ ჰქონია, თუმცა ქართველს მოულოდნელობის ეფექტი მუდმივად გააჩნდა, რაც მოედანზე ხელშესახებ განსხვავებას ქმნიდა, ახლა კი ნაპოლი ასეთი ფეხბურთელის გარეშეა დარჩენილი.

- წერს გამოცემა.

ცნობისთვის, ნაპოლიმ ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო. გუნდი ახლა სერია A-ში მეორე ადგილზეა და ინტერს 3 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი