ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები სომხეთთან 2-მატჩიან დაპირისპირებას გამართავს, ჯერ სტუმრად, შემდეგ კი დინამო არენაზე.
პირველი შეხვედრა სომხეთში 20 მარტს შედგება და როგორც უცხოური მედია წერს, საქართველოს ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალა გიორგი მიქაუტაძე იქნება.
ყველაზე მეტ ყურადღებას გიორგი მიქაუტაძე იმსახურებს. საქართველოს ნაკრებმა ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ორივე მის ანგარიშზეა. გარდა ამისა, მიქაუტაძემ ლიონის უკანასკნელ ორ თამაშში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
- წერენ მედიაში.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი მიქაუტაძეს 35 შეხვედრა აქვს გამართული, რა დროშიც მან 16 გოლი გაიტანა.