გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ლიგის პლეი ოფის ეტაპზე "FCSB-სთან" მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა, რითაც გულშემატკივრის სიყვარული მორიგ ჯერზე მოიპოვა. 4:0.
მე-14 წუთზე მიქაუტაძემ ორი მცველი მოატყუა და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა. 32-ე წუთზე მისი ზუსტი პასით ერნესტ ნუამამ "ლიონის" სხვაობა ორამდე გაზარდა.
შესვენების შემდეგ გიორგიმ მეორე გოლი 47-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 88-ე წუთზე მისი გადაცემით ნუამამაც მეორე ბურთი შეაგდო, რითაც დუბლი დააფიქსირა.
"ლიონმა" ორი თამაშის შედეგად "FCSB" საერთო ანგარიშით 7:1 (3:1, 4:0) დაამარცხა და ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მომავალი მოწინააღმდეგე "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.
ტურნირზე მიქაუტაძის ანგარიშზე უკვე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.