ლაშა ტალახაძე, რამინ შამილიშვილი... - საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია » სპორტის ხაზი

ლაშა ტალახაძე, რამინ შამილიშვილი... - საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

ლაშა ტალახაძე, რამინ შამილიშვილი... - საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია
1-12-2022, 21:16
Aa Aa
გაზიარება:

5-16 დეკემბერს კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნულ გათამაშებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა განაცხადი, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრების 12 წევრი ფიგურირებს.

რამინ შამილიშვილი, შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე, გურამ გიორბელიძე, კახი ასანიძე, რევაზ დავითაძე, ირაკლი გობეჯიშვილი, ირაკლი ჩხეიძე, გიორგი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე , ლაშა ტალახაძე.

ლაშა ტალახაძე, რამინ შამილიშვილი... - საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდება

საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი მხოლოდ ერთ – 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში არ ეყოლება. რაც მთავარია ნაკრებს ლაშა ტალახაძე ულიდერებს, რომელსაც ხუთი მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული და ბოგოტაშიც უმთავრესი ფავორიტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს პირველობას უზბეკეთის დედაქალაქმა ტაშკენტმა უმასპინძლა და ტალახაძის გარდა, კვარცხლბელზე ასვლა კიდევ ორმა ქართველმა ძალოსანმა მოახერხა: ვერცხლის მედალი შოთა მიშველიძემ მოიპოვა (61 კგ.), ხოლო ბრინჯაო რევაზ დავითაძემ აიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.