შენგელიას ვირტუსმა უშუალო კონკურენტი ბრეშა დაამარცხა და სერია A-ში გალიდერდა » სპორტის ხაზი

შენგელიას ვირტუსმა უშუალო კონკურენტი ბრეშა დაამარცხა და სერია A-ში გალიდერდა

შენგელიას ვირტუსმა უშუალო კონკურენტი ბრეშა დაამარცხა და სერია A-ში გალიდერდა
11-03-2025, 13:38
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსს პრინციპული მეტოქე ჰყავდა – მოგებებითა და წაგებებით თანაბარი “ტრენტინო”, რომელთანაც 2-3 ადგილებს იყოფდა. მატჩი ბოლონიაში გაიმართა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც ვირტუსის გამარვებით – 80:75 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მან სულ 17 წუთი ითამაშა და გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოუტანა. ვირტუსის რიგებში საუკეთესო კორდინიე იყო – 23 ქულა.

ვირტუსს 16 მოგების წინ 5 მარცხი აქვს და 32 ქულით მე-2 ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს ლიდერ ბრეშას. ტრენტოს 15-6 ბალანსი გაუხდა. აღსანიშნავია, რომ შენგელიას გუნდმა სერია A-ს ზედიზედ 4 ტურში გამარჯვების მოპოვება შეძლო. ვირტუსი 16 მარტს ნაპოლის ესტუმრება.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი