რენი - პსჟ | ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას ლივერპულისთვის ასვენებს » სპორტის ხაზი

რენი - პსჟ | ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას ლივერპულისთვის ასვენებს

რენი - პსჟ | ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას ლივერპულისთვის ასვენებს
8-03-2025, 19:25
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ლიგა 1-ში რენი ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს, თუმცა ქართველი სასტარტო შემადგენლობაში არ არის.

როგორც ფრანგული გამოცემები ვარაუდობდნენ, ლუის ენრიკეს ლივერპულთან განმეორებით შეხვედრისთვის ლიდერები უნდა დაესვენებინა და ესპანელი ასეც მოიქცა.

პარიზელთა დამრიგებელნა რენთან სკამზე ერთბაშად დონარუმა, ჰაკიმი, დემბელე, კვარაცხელია, რუისი, ვიტინია და მენდეში დატოვა.

სავარაუდოდ, ამ სიიდან რამდენიმე ფეხბურთელი თამაშში შეხვედრის ბოლოს ჩაერთვება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი