"იბერია 1999-სა" და "თელავის" გამარჯვება | ეროვნული ლიგის მეორე ტური » სპორტის ხაზი

"იბერია 1999-სა" და "თელავის" გამარჯვება | ეროვნული ლიგის მეორე ტური

"იბერია 1999-სა" და "თელავის" გამარჯვება | ეროვნული ლიგის მეორე ტური
5-03-2025, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის ორი მატჩი გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა "იბერია 1999-მა" ქუთაისის "ტორპედოს" მოუგო, "თელავმა" კი ფოთის "კოლხეთი 1913-ს" აჯობა.

იბერია 1999 2:0 ტორპედო

თბილისელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს და 2:0 სძლიეს ქუთაისელებს. პირველი ბურთი ირაკლი სიხარულიძემ მიითვალა. იური ტაბატაძის ჩაწოდებას მოჰყვა ლუკა სილაგაძის დარტყმა და სიხარულიძემ მიმართულება შეუცვალა ბურთს.

მეორე ნახევარში კი სილაგაძის ჩაწოდებას მოჰყვა ტორპედოელთა მცველის ერიკ პიმენტელის ავტოგოლი.

სიხარულიძეზე ცალკე: მისი 124-ე გოლი იყო საქართველოს ჩემპიონატში. იგულისხმება მთავარ ლიგაში გატანილები. სიხარულიძე მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს დავით ჯანაშიასთან ერთად. პირველზე კი ზურაბ იონანიძეა 216 გოლით.

თელავი 1:0 კოლხეთი 1913

თელაველებმა 58-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგეს ფოთელებს. გიორგი უბილავამ მარცხნიდან კარგი გარღვევა განახორციელა, პასი გაუკეთა ნიკა ცეცხლაძეს, მის გადაცემას კი ტატო ჟივიძის ახლოდან ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

ისე, ჟივიძეს ეკუთვნის თელაველთა ბოლო გოლი გასულ სეზონშიც. მაშინ მან რუსთავს გაუტანა პლეი-ოფში, დამატებითი დროის ბოლო წუთებზე.

erovnuliliga


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი