ორლანდომ ზედიზედ მე-5 წააგო | ბითაძის 8 ქულა და 3 პასი ჩიკაგოსთან » სპორტის ხაზი

ორლანდომ ზედიზედ მე-5 წააგო | ბითაძის 8 ქულა და 3 პასი ჩიკაგოსთან

ორლანდომ ზედიზედ მე-5 წააგო | ბითაძის 8 ქულა და 3 პასი ჩიკაგოსთან
7-03-2025, 13:23
Aa Aa
გაზიარება:

ორლანდოსათვის და ქართველი ქომაგებისთვის უსიამოვნო ტრადიცია გრძელდება. მას მერე, რაც „ორლანდო მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა გოგა ბითაძე სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო, გუნდს თამაშის მოგება უჭირს. ფლორიდელებმა ამჯერად „ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლეს და 123:125 დამარცხდნენ. ეს „ორლანდოს“ ზედიზედ მეხუთე მარცხი იყო მიმდინარე სეზონში.

ბითაძემ 17 წუთი ითამაშა, 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 8 ქულას 3 პასი და თითო მოხსნა-დაფარება მიამატა. „მეჯიქში“ 20-20 ქულით პაოლო ბანკერო და კოულ ენტონი გამოირჩნენ. „ჩიკაგოს“ კი კობი უაითმა მოაგებინა, რომელმაც 44 ქულა ჩააგდო.

ბითაძის გუნდს 29 მოგების წილ 35 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 9 მარტს მილუოკიში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი