მამუკელაშვილის კარიერის მატჩი | 32 ქულა და ბრწყინვალე გამარჯვება » სპორტის ხაზი

მამუკელაშვილის კარიერის მატჩი | 32 ქულა და ბრწყინვალე გამარჯვება

მამუკელაშვილის კარიერის მატჩი | 32 ქულა და ბრწყინვალე გამარჯვება
1-12-2022, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც მილუოკი ბაქსიდან ვისკონსინ ჰერდშია განათხოვრებული, NBA-ს G ლიგაში კარიერის საუკეთესო შეხვედრა გრანდ რაპიდს გოლდსის წინააღმდეგ ჩაატარა და რეკორდული მაჩვენებლებიც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ვისკონსინმა წინა დღით განცდილი მარცხისთვის (122:129) სრული რევანში აიღო და ამჯერად, სანდრომ და მისმა თანაგუნდელებმა მეტოქე თავად, 112:106 დაამარცხეს, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ მამუკელაშვილს მიუძღვის.

ქართველი კალათბურთელი ცენტრის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და 35 წუთში 32 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გეტყვით იმასაც, რომ ქართველი მოთამაშის აქამდე ნაჩვენები საუკეთესო მაჩვენებელი 30 ქულა იყო, რომელიც მან რეპტორს 905-თან მატჩში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ვისკონსინ ჰერდმა 6 მოგება და ამდენივე წაგება მოაგროვა, რის გამოც ცენტრალურ დივიზიონში მე-5 პოზიციას იკავებს. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 5 დეკემბერს, სიუქს ფოლსის წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი