ისტორია დაიწერა - დღევანდელ სამატჩო განაცხადში მოხვედრილი 20-ვე ფეხბურთელი დინამოს აკადემიის აღზრდილია.
ასეთი შემთხვევა საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველად დაფიქსირდა.
უმაღლეს ლიგაში, "დინამო თბილისის" მაისურით დებიუტი ჰქონდა: ნიკოლოზ ჩიქოვანს, ლუკა წულაიას, გელა სადღობელაშვილს, თეიმურაზ ოდიკაძესა და საბა ახალკაცს;
განაცხადში მოხვდნენ: თენგო გობეშია და რატი ალექსიძე;
2024 წელს, საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში, 84-მა "დინამოელმა" ითამაშა