WU17 | საქართველოს ნაკრები A დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება » სპორტის ხაზი

WU17 | საქართველოს ნაკრები A დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება

WU17 | საქართველოს ნაკრები A დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება
6-03-2025, 17:27
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდისთვის სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.

8-დან 14 მარტის ჩათვლით, სალომე ხუბულურის გუნდი, რომელიც ისტორიაში პირველად გავიდა საკვალიფიკაციო ეტაპის A დივიზიონში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიის, ჩეხეთის და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი, B ლიგაში გადაინაცვლებს.

მოახოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 18 ფეხბურთელით ემზადება. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია უმასპინძლებს.

მეკარე: ანანო სიგუა (ნიკე-ლუსო), ნინო მეტრეველი (რუსთავი), ელენე ბონდარევა (ნორჩი დინამო)

დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ნინი ვეკუა (ნორჩები)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: კესო მეტონიძე (რაჭა), ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), თაკო ბულია (რაჭა), სოფო ბერულავა (ელიტა), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ანი დავითულიანი (სამეგრელო), სესილი გაბრელიანი (ახალგორი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი)

nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი