ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არნე სლოტის ლივერპული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბორნმუთიდან მილოშ კერკეზის დამატებას შეეცდება.
ლივერპული ზაფხულში მარცხენა მცველის დამატებას აპირებს და მილოშ კერკეზი ერთ-ერთი ვარიანტი იქნება.
მოსალოდნელია, რომ კერკეზი კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, მიზეზი კი მორიგი მაღალი დონის სეზონია.
- წერს ჟურნალისტი.
საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში არც ისე დამაჯერებელია ენდი რობერტსონი, რამაც ლივერპულისთვის მარცხენა მცველის დამატების აუცილებლობა გააჩინა.