ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აქვეყნებს ვინისიუს ჟუნიორის კომენტარს, რომელიც მან მადრიდის რეალთან კონტრაქტის განახლებაზე გააკეთა.
ხელშეკრულებას მალე განვაახლებ. მე კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე მაკავშირებს და არ არის საჭირო, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ.
ფლორენტინო პერესი ნდობას მიცხადებს, მე კი მას ვენდობი. ზოგადად, ამ კლუბში ყველას ვენდობი, მათ დიდი დახმარება გამიწიეს. მე აქ ვარ და მათთვის ყველაფერს გავაკეთებ.
- თქვა ვინიმ.
ამდენად, ვინისიუსმა ამ სიტყვებით საუდის არაბეთში წასვლის ჭორები უარყო.