Liverpool Echo-მ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად პარი სენ-ჟერმენი ბერგამოს ატალანტას ლიდერის, ადემოლა ლუკმენის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა ამ ორში ლუის ენრიკემ უპირატესობა ქართველ ფეხბურთელს მიანიჭა.
წყაროს ცნობით, მხარეებს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულიც კი ჰქონდათ, თუმცა კვარას ვარიანტი სწორედ ენრიკეს მოსწონდა, რის გამოც კლუბმა ლუკმენი დაივიწყა და ხვიჩას შეძენაზე გადაერთო.
ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარი რომ არის, ეს მის თითოეულ კომენტარში იგრძნობა. ესპანელმა მწვრთნელმა ხვიჩას არაერთხელ უწოდა ჭკვიანი და ინტელექტუალი მოთამაშე, რასაც კვარა მინდორზე სრულფასოვნად წარმოაჩენს კიდეც.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში უკვე 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში. მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულს ხვალ შეხვდება და წესით, კვარას სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.