კატალონიის ბარსელონამ მედიაში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვიტორ როკე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას პალმეირასში გააგრძელებს.
რაც შეეხება ბეტისს, სადაც როკე იჯარით თამაშობდა, კლუბის თქმით, ანდალუსიელებთან საიჯარო ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვეტილია.
ბარსელონას განცხადებაში ტრანსფერის დეტალებზე არ წერენ, თუმცა ხმები დაირხა, რომ კლუბი როკეს წასვლით 25-30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ვიტორ როკე ატლეტიკო პარანაენსედან ბარსელონაში 2024 წლის იანვარში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა და გუნდში მხოლოდ 353 წუთი ითამაშა.