ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ბარსელონას ყოფილი მცველის, ჟერარ პიკეს კომენტარს აქვეყნებს, რომელიც მან ამავე კლუბის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით გააკეთა.
გავხდები თუ არა ბარსას პრეზიდენტი? - ზუსტად არ ვიცი, რადგან ამასთან დაკავშირებით ერთმანეთში არეული ფიქრები მაქვს.
სინამდვილეში ეს საქმე მსხვერპლად შეწირვა უფროა, ვიდრე დაჯილდოება, თუმცა მე კლუბისადმი ძალიან ბევრი მმართებს.
- თქვა პიკემ.
სხვათა შორის, ჟერარ პიკე საპრეზიდენტო საქმიანობას უკვე ეწევა, თუმცა არა ბარსელონაში. ის Kings League-ს დამფუძნებელი გახლავთ.