ცოტა ხნის წინ პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გალათასარაის გულშემატკივრებმა რასიზმში დაადანაშაულეს, რასაც მოურინიოს ყოფილი ფეხბურთელი და ასევე გალათასარაის ყოფილი თავდამსხმელი დიდიე დროგბაც გამოეხმაურა.
"გალათასარაის ძვირფასო გულშემატკივრებო, იცით, თუ როგორ პატივს ვცემ ამ გუნდსა და ქალაქს. წავიკითხე ახლანდელი კომენტარები ჟოზესთან დაკავშირებით და დამიჯერეთ, ის რასისტი არ არის. ამას მისი წარსული და აწმყოც ადასტურებს.
მას 25 წელია ვიცნობ და დამერწმუნეთ, რასისტი არ არის! როგორ შეიძლება მამაჩემი რასისტი იყოს..", - განაცხადა დროგბამ.