საფრანგეთის 23-ე ტურის შეხვედრაში ქართველების დუელი შედგა, სადაც გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ორივე ქართველმა შემტევმა საგოლე გადაცემები მიითვალეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, კვარაცხელიამ მედიასთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.
"ვულოცავ პსჟ-ს გამარჯვებას, ეს ნამდვილად დავიმსახურეთ!
გავაგრძელებთ წინსვლას, რომ უფრო მეტი ქულა ავიღოთ და ჩემპიონობას მივუახლოვდეთ.
მეტოქე ბოლო წამამდე სცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ჩვენმა დაცვამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, თავი კარგად დავიცავით", - განაცხადა ხვიჩამ.