ლიგა 1-ის 23-ე ტურის შეხვედრაში "ლიონი" შინ "პსჟ-ს" მასპინძლობს. ანგარიში პირველი ნახევრის შემდეგ ნულოვანი ფრე, 0:0-ია.
სტუმართა სასტარტო თერთმეტეულშია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც უმაგრეს თამაშს გვაჩვენებს, ხოლო ლიონელთა ქართველი შემტევი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორისაა და მის გამოსვლას მეორე ტაიმში ველოდებით.
კვარაცხელიას პირველ ტაიმს კი Sofascore, ორივე გუნდში საუკეთესო შეფასებით, 8,0, აფასებს.