კირილე თვაურის 2 მატჩი 4 დღეში | ქართველი არბიტრი ფიბა-ს დატვირთა » სპორტის ხაზი

კირილე თვაურის 2 მატჩი 4 დღეში | ქართველი არბიტრი ფიბა-ს დატვირთა

კირილე თვაურის 2 მატჩი 4 დღეში | ქართველი არბიტრი ფიბა-ს დატვირთა
23-02-2025, 22:53
Aa Aa
გაზიარება:

ფიბა-ს ქართველი მსაჯებიდან უახლოეს მატჩებში კირილე თვაური დაიტვირთება. ქართველ არბიტრს 4 დღის ინტერვალში ორ სხვადასხვა ტურნირში მოუწევს მსაჯობა. პირველი იქნება დღეს, რუმინეთის ქალაქ ორადეაში გასამართი მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის წინა-საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი, რომელშიც რუმინელები ნორვეგიას უმასპინძლებენ.

რუმინეთიდან თვაური თურქეთში გაემგზავრება და 3 დღეში, 26 თებერვალს, ქალთა ევროლიგის ფლეი-ინ-ის მატჩს იმსაჯებს: ქალაქ მერსინში ამ სახელწოდების ქალთა გუნდი ესპანურ “ვალენსიას” უმასპინძლებს.

კირილე თვაური (მსაჯი)

23 თებერვალი. მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის წინა-საკვალიფიკაციო მატჩი. ორადეა (რუმინეთი)
რუმინეთი – ნორვეგია

26 თებერვალი. ქალთა ევროლიგის ნახევარფინალის ფლეი-ინი. მერსინი (თურქეთი)
მერსინი (თურქეთი) – ვალენსია (ესპანეთი)


- ვკითხულობთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი