საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ირის ანტმანის გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე, ანდორა 2:1 დაამარცხა.
თამაში საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 69-ე წუთზე, ანგარიში სტუმრებმა გახნეს. საქართველოს ნაკრებმა 83-ე წუთზე მაიკო ბებიას 11-მეტრიანით გაათანაბრა. ოთხ წუთში კი, თეონა ბაქრაძემ მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.
ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 თებერვალს, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.