"ნიუკასლი" დიდი ხანია აკვირდება "ბარნლის" 22 წლის ინგლისელ კარის დარაჯს, ჯეიმს ტრაფორდს და მის დამატებას მომდევნო სეზონისთვის შეეცდება - ინფორმაციას გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ინგლისელი მეკარის სატრანსფერო ღირებულება სავარაუდოდ 20-25 მილიონი იქნება, რაც საკმაოდ მისაღები თანხაა.
ტრაფორდი სტაბილურად იცავს ბარნლის კარს ჩემპიონშიპში. მისი სტატისტიკა კი მეტად სასიამოვნოა, 9 გაშვებული გოლი ჩემპიონშიპის 33 თამაშში.