"მისი საქციელი სამარცხვინოა"- სატონიმ რონალდუ გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"მისი საქციელი სამარცხვინოა"- სატონიმ რონალდუ გააკრიტიკა

"მისი საქციელი სამარცხვინოა"- სატონიმ რონალდუ გააკრიტიკა
30-11-2022, 14:28
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის "ჩელსისა" და "ასტონ ვილას" ყოფილმა შემტევმა, კრის სატონმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ინგლისელმა პორტუგალიელი შემტევი ურუგვაისთან მატჩში მომხდარი ფაქტის გამო გააკრიტიკა. სატონიმ აღნიშნა, რომ გოლი ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა, რონალდუს ქმედება კი არასწორი იყო.

"ღმერთის ხელი ვის ახსოვს, ახლა მოდაში კრიშტიანუ რონალდუს "ღმერთის თმაა." პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავს გოლზე ისეთი რეაქცია ჰქონდა, თითქოს ბურთს მართლა თავად შეეხო. ეს სამარცხვინოა. მისდა სამწუხაროდ, Adidas-ის ბურთში ჩატვირთულმა პროგრამამ დაადასტურა, რომ იგი მას არ შეხებია.

პირადად მე გამეორების დროსაც მეგონა, რომ რონალდუ ბურთს არ შეხებია, თუმცა მთავარი მისი ნახტომია. კრიშტიანუ რომ არ ყოფილიყო, ურუგვაელთა შეკარე ბურთს დაიჭერდა. რონალდუს ნახტომი აუცილებელი იყო, მაგრამ ისე მოქცევა, თითქოს გოლი მან გაიტანა, საჭირო არ იყო.

ჩემ საფეხბურთო კარიერაში არ მახსენდება მომენტი, როცა ვცდილობდი, ჩემი თანაგუნდელის გოლი ჩემს ანგარიშზე ჩამეწერა. რონალდუ ამ გოლს ვერ მიიწერს, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ გოლის აღნიშვნა არა გუნდს, არამედ მას უკავშირდებოდა. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს"- აცხადებს სატონი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი