საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 22 ნოემბერს იაპონიის ნაკრებთან ტესტმატჩს გამართავს, მეტოქე გუნდის დამრიგებელი ედი ჯონსი კი ბორჯღალოსნებზე შემდეგ კომენტარს აკეთებს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებადი გუნდია, რომელსაც ისტორიულად ძლიერ ფორვარდები ჰყავს, ახლა კი მათ ინდივიდუალური თამაშით გამორჩეული ხაზის მოთამაშეებიც ემატებიან.
საქართველოში თამაში იაპონიის ნაკრებისთვის წლის ჩინებული დასასრული იქნება.
- ამბობს ჯონსი.
ცნობისთვის, იაპონიას საქართველო სულ 7-ჯერ შეხვდა, საიდანაც 2-ჯერ ჩვენ, 5-ჯერ კი მეტოქემ იმარჯვა.