ბარსელონას და 17 წლის ვუნდერკინდს ლამინ იამალს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულს ეწურება და მხარეები მალე განახლებულ კონტრაქტზე მუშაობას დაიწყებენ.
ყოველივე ამაზე კომენტარი თავად ახალგაზრდა ფეხბურთელმაც გააკეთა და როგორც მოსალოდნელი იყო კლუბში დარჩენის სურვილი ღიად დააფიქსირა.
"ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რამდენად მიყვარს ბარსელონა და რამენად მადლიერი ვარ ამ კლუბის.
მე აქ ყოფნა მინდა და თუ ორივე მხარეს სურს, რომ რაღაც მოხდეს, ეს აუცილებლად მოხდება - ბარსელონას ყველაფერი მმართებს", - განაცხდა იამალმა.