უკვე ოფიციალურად - თორნიკე ოქრიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და საფეხბურთო კარიერას გაგრაში გააგრძელებს.
"ლეგენდა სახლში დაბრუნდა! ჩვენი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ “გაგრას” ღირსებას დაიცავს!", - წერია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბოლოს თორნიკე "TFA DUBAI"-ში თამაშობდა და კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.