კავაზაშვილის სკანდალური განცხადება - საქართველოში რუსეთთან ამხანაგური მატჩი იგეგმება? » სპორტის ხაზი

კავაზაშვილის სკანდალური განცხადება - საქართველოში რუსეთთან ამხანაგური მატჩი იგეგმება?

კავაზაშვილის სკანდალური განცხადება - საქართველოში რუსეთთან ამხანაგური მატჩი იგეგმება?
19-02-2025, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა RB Sport-თან ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელიც დღეების განმავლობაში განხილვის მთავარი საგანია.

"დიდი იმედი მაქვს, რომ 2025 წელს რუსი და ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთში ითამაშებენ! ამხანაგური მატჩის ჩატარების იდეას უკვე ბევრმა გულშემატკივარმა და ჟურნალისტმა დაუჭირა მხარი.

ვფლობ ინფორმაციას, რომ 2025 წელს საქართველოში შესაძლოა ამხანაგური ტურნირი ჩატარდეს რუსეთის, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობით.

მითხრეს, რომ არიან მდიდარი და ქველმოქმედი ხალხი, რომელთაც ეს სურთ - არ ვიცი, ეს რამდენად სიმართლეა, მაგრამ ასეთი სურვილი არსებობს და ეს გრანდიოზული ღონისძიება იქნება
", - განაცხადა კავაზაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი