უკვე მესამედ - მერაბ რატიშვილი ტუზლაში ტექნიკური დელეგატი იქნება » სპორტის ხაზი

უკვე მესამედ - მერაბ რატიშვილი ტუზლაში ტექნიკური დელეგატი იქნება

უკვე მესამედ - მერაბ რატიშვილი ტუზლაში ტექნიკური დელეგატი იქნება
19-02-2025, 02:07
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯარაში ჩვენი ეროვნული ნაკრების ბიჭებთან ერთად დაკავებული საქმეში იქნება საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი. ის 21 თებერვალს, ბოსნია და ჰერცეგოვინას ქალაქ ტუზლაში ამ ქვეყნისა და კვიპროსის ნაკრებთა დაპირისპირებას მოემსახურება. რატიშვილი ამ მატჩის ტექნიკურ დელეგატად იმუშავებს, რადგან ფიბა-ს ასე აქვს: საკლუბო კალათბურთში მატჩის მოურავად კომისარი ჰყავს განწესებული, ხოლო სანაკრებოში იგივე ფუნქციების შემსრულებელს ტექნიკური დელეგატი ჰქვია.

აღსანიშნავია, რომ მერაბ რატიშვილს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის გასული ორივე ფანჯრის თამაშებზე უმუშავია და გამონაკლისი, როგორც უკვე გამცნეთ, არც მესამე ფანჯარაა.

მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)
21 თებერვალი. ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი. ტუზლა (ბოსნია და ჰერცეგოვინა).
ბოსნია და ჰერცეგოვინა – კვიპროსი


gbf.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი