ლეგენდარული იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის შვილი, ლუი ბუფონი ჩეხეთის 18-წლამდე ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიეს.
17 წლის შემტევი იტალიის სერია B-ში, "პიზას" ასაკობრივი გუნდის ღირსებას იცავს.
ცნობისთვის, რომ ჯიჯი ბუფონის ყოფილი მეუღლე, ჩეხი ფოტომოდელი, ალიონა შერედოვაა.
ამის წყალობით აქვს ლუი ბუფონს ორი მოქალაქეობა, იტალიისა და ჩეხეთის.