რეალ მადრიდის ურუგვაელმა ნახევარმცველმა ფედე ვალვერდემ საკუთარ სათამაშო პოზიციაზე და სამეფო კლუბის კაპიტნობაზე ისაუბრა.
"მარჯვენა მცველი პოზიციაზე თამაში? პრობლემა არ არის - მე აქ იმისთვის ვარ, რომ ყველაფერი გავაკეთო გუნდისთვის, სწორედ ამიტომ ხელმისაწვდომი ვარ მადრიდის რეალისთვის და კარლო ანჩელოტისთვის სადაც მათ მოესურვებათ, ჩემთვის ნებისმიერი პოზიცია ნორმალურია.
სამეფო კლუბის კაპიტნობა? ეს დიდი პატივი და უდიდესი სიამაყეა, ასევე სასიკეთო ზეწოლა - ყველა კაპიტნისგან რაღაცას ვსწავლობ, რათა შემეძლოს სხვების პატივისცემის დამსახურება", - განაცხადა ვალვერდემ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 26 წლის შუახაზელმა რეალის მაისურით ჯამში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და თავი 8 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.