"სამტრედია" თურქეთში, ანტალიაში ამხანაგურ მატჩებს გამართავს და ახალი სეზონისთვის მოემზადება.
„სამტრედიამ“ ამხანაგური მატჩები დაგეგმა. გუნდი თურქულ შეკრებაზე ოთხ შეხვედრას გამართავს, ყველა მეტოქე აზიის ქვეყნებიდანაა:
18 თებერვალი – "ბუხორო" (უზბეკ.), 21 თებერვალი – "ელმაი" (ყაზახ.), 24 თებერვალი – "ბუნიოდკორი" (უზბეკ.), 27 თებერვალი – "ვახში (ტაჯიკ.).
ქართული გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად მიხეილ აშვეთია იანვარში დაინიშნა და ახალი სეზონის დაწყებამდე მზადება თბილისში დაიწყო.
იმერული გუნდიდან 16 ფეხბურთელი წავიდა.
ტრანსფერების მხრივ კი კლუბში დაბრუნდა 26 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ერიკ ბარიოსი.