"ის ჩემთვის მისაბაძი ფიგურა იყო, მაგრამ ახლა.." - ილია თოფურია კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ » სპორტის ხაზი

"ის ჩემთვის მისაბაძი ფიგურა იყო, მაგრამ ახლა.." - ილია თოფურია კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ

"ის ჩემთვის მისაბაძი ფიგურა იყო, მაგრამ ახლა.." - ილია თოფურია კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ
18-02-2025, 00:54
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო ხანებია მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა დაპირისპირება შერეული საბრძოლო ხელოვნების ლეგენდა კონორ მაკგრეგორსა და UFC-ის ვარსკვლავ, მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიას შორის.

ეს დაპირისპირება არაერთი ეპიზოდისგან შედგებოდა – ერთ მხარეს შეურაცხმყოფელი განცხადებები, მეორეს მხრივ კი მახვილი პასუხები. ახლა კი, ცეცხლი თავად "მატადორმა" გახსნა...

ილია თოფურიამ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, კიდევ ერთხელ ისაუბრა ირლანდიელზე:

"ეს კაცი იმდენად დაავადებულია, რომ შინაგან სამყაროში გარკვეული პრობლემები აქვს. როცა MMA-ში კარიერას ვიწყებდი, ის ჩვენთვის ყველა დროის კერპი იყო. შესანიშნავი მებრძოლი, რომელიც დიდებულ ფასეულობებს გამოხატავდა. სპორტისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ ერთ მომენტში უღალატა იმ ღირებულებებს, რომლებმაც ის მწვერვალამდე მიიყვანეს."

"გაგიჟდა, შეურაცხყოფას აყენებდა ყველას, ვინც მის გარშემო იყო – ამერიკის ხალხს, მებრძოლებს, ყველას. ერთხელაც, აუცილებლად დაეცემი. იცი? ადამიანები შენ წინააღმდეგ დადგებიან. არ მოსწონთ ასეთი დამოკიდებულება. თუ ისინი გიჭერენ მხარს, მათ იმავე სიყვარულით უნდა უპასუხო"


- ამბობს ქართველი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი